ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ომბუდსმენის ინსტიტუტი 2018 წლის მარტიდან მოქმედებს. ეს არის Ƶ-ს სტუდენტებზე, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალზე ორიენტირებული შიდა რესურსი, რომელიც მათ უნივერსიტეტის შიგნით ომბუდსმენის წესდებით განსაზღვრული საკითხებისა და პრობლემების მოგვარებაში ეხმარება.
Ƶ ომბუდსმენის საქმიანობის პრინციპებს წარმოადგენს: დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და კონფიდენციალურობა.
რაში დაგეხმარებათ Ƶ&Բ;ǃბუჸმ᳥ნი?
- თუ თქვენ გსურთ, მოისმინოთ გარეშე პირის აზრი, ან გჭირდებათ ადამიანი, ვისაც გაანდობთ პრობლემებს და ვისგანაც მიიღებთ რჩევას მოქმედების სამომავლო მიმართულების შესახებ;
- თუ თქვენ გჭირდებათ დახმარება რთული საკითხის გადაჭრაში, რომელსაც მარტო ვერ უმკლავდებით;
- თუ ფიქრობთ, რომ უსამართლოდ მოგექცნენ;
- თუ თქვენ ხართ ჩართული კონფლიქტში, რომელიც გავლენას ახდენს უნივერსიტეტში თქვენს სწავლასა თუ მუშაობაზე;
- თუ თქვენ გჭირდებათ შუამავალი ან მხარდამჭერი;
- თუ თქვენ არ იცით, ვის მიმართოთ თქვენი პრობლემის მოსაგვარებლად.
თავისი მოვალეობების შესრულების მიზნით ომბუდსმენს აქვს უფლება, დაამუშავოს პერსონალური მონაცემები და სხვა ინფორმაცია. ომბუდსმენს ასევე შეუძლია იმოქმედოს საკუთარი ინიციატივით.
საკითხის გადაჭრის დრო დამოკიდებულია საკითხის სირთულეზე.
Ƶ ომბუდსმენი ყოველწლიურად მოამზადებს ანგარიშს მისი საქმიანობის შესახებ და წარუდგენს Ƶ-ს პრეზიდენტს.
დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით Ƶ ომბუდსმენის ბროშურას.
გაეცანით Ƶ ომბუდსმენის წ᳥სდებას
კონტაქტი:
Ƶ ომბუდსმენს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ან შეხვდეთ პირადად (აუცილებელია მიაწოდოთ ხელმოწერილი მიმართვის ფორმა). რეკომენდებულია შეხვედრის წინასწარი დაგეგმვა.
ომბუდსმენის სამუშაო საათებია: სამშაბათი 12:00 – 16:00 სთ.