„ჩემთვის დიდი პატივია წარმოგიდგინოთ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი ცნობილი, როგორც Ƶ. მოგმართავთ მისი დამფუძნებლების, ადმინისტრაციისა და თანამშრომლების სახელით!
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი გთავაზობთ ისწავლოთ ; ; ; ;
ჩვენ მივისწრაფვით შევინარჩუნოთ წამყვანი პოზიცია თეორიული და პრაქტიკული განათლების სფეროში და ამგვარად, თითოეულ სტუდენტს შევთავაზოთ უნიკალური საგანმანათლებლო პროგრამა.
ჩვენ ერთობლივად ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ დავეხმაროთ თითოეულ თქვენგანს პოტენციალის სრულად რეალიზებაში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოგამზადოთ წარმატებული პროფესიული კარიერისათვის.
მადლობას გიხდით, რომ აირჩეით Ƶ! ჩვენ ყოველთვის მზად ვართ თქვენთან ერთად განვიხილოთ უნივერსიტეტში არსებული შესაძლებლობები და დაგანახოთ ჩვენთან სწავლის უპირატესობები!“
რ. მაიკლ ქაუგილი
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პრეზიდენტი
რ. მაიკლ ქაუგილი
პრეზიდენტი, ასოცირებული პროფესორი
რ. მაიკლ ქაუგილი ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის თანადამფუძნებელი და პრეზიდენტია. მას 35 წლიანი გამოცდილება აქვს ენერგეტიკისა და საგანმანათლებლო სფეროებში პროექტების ყველა ფაზის დაგეგმვასა და მენეჯმ...
რ. მაიკლ ქაუგილი ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის თანადამფუძნებელი და პრეზიდენტია. მას 35 წლიანი გამოცდილება აქვს ენერგეტიკისა და საგანმანათლებლო სფეროებში პროექტების ყველა ფაზის დაგეგმვასა და მენეჯმენტში მსოფლიოს 40 ქვეყანაში. მისი საქმიანობა მოიცავდა სტრატეგიულ ანალიზს, ოპერაციული რისკების მართვას, კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობისა და მსოფლიო ბიზნესის განვითარებას.
1999-2003 წლებში რ. მაიკლ ქაუგილი იყო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და სამხრეთ კავკასიის მილსადენების პროექტების ფარგლებში საქართველოს მთავრობის მრჩეველი სტრატეგიულ, საკანონმდებლო და ტექნიკურ საკითხებში.
რ. მაიკლ ქაუგილი წლების განმავლობაში თანამშრომლობს მთელ რიგ ორგანიზაციებთან საქართველოში და საზღვარგარეთ:
ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში - პრეზიდენტი, დირექტორთა საბჭოს წევრი, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კომიტეტის თავმჯდომარე, განათლებისა და ტრენინგების კომიტეტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და თავმჯდომარე;
გაეროს „გლოპალ კომპაქტის ქსელი“ საქართველოში - კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კომიტეტის წევრი;
ხსნის არმია საქართველოში - მრჩეველთა საბჭოს წევრი;
პირველი კერძო კლუბი - პრეზიდენტი;
საქართველოს ენერგეტიკის საერთაშორისო ჯგუფი - დირექტორი;
საქართველოს ბიზნეს ეთიკის ასოციაციის თანადამფუძნებელი;
რ. მაიკლ ქაუგილს დამთავრებული აქვს ბერკლის უნივერსიტეტი და მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი.