Ƶ

Ƶ-ს ელჩები და PR კლუბი

Ƶ-ს ელჩები და PR კლუბი

სტუდენტური ელჩები

Ƶ-ს სტუდენტური ელჩები სტუდენტებისგან შემდგარი საინიციატივო-საორგანიზაციო გუნდია, რომლის მიზანია Ƶ-ს სტუდენტებთან მჭიდრო კომუნიკაცია, მათი საერთო საჭიროებების გამოვლენა და ინიცირება ადმინისტრაციასთან, სხვადასხვა ღონისძიებებისა და სპორტული აქტივობების დაგეგმვასა და ორგანიზებაში მონაწილეობა. სტუდენტური ელჩების გუნდში თითოეულ ფაკულტეტს თავისი წარმომადგენელი ჰყავს. შიდა აქტივობების გარდა, სტუდენტური ელჩები პერიოდულად მართავენ შეხვედრებს აბიტურიენტებთან, უზიარებენ მათ თავიანთ სტუდენტურ გამოცდილებას და ეხმარებიან უნივერსიტეტის არჩევასთან დაკავშირებული ინფორმაციების მოძიებაში.

PR კლუბი

Ƶ-ს PR კლუბი არაერთი საინტერესო პროექტის ავტორია. ერთ-ერთი გამორჩეული პროდუქტი ქართული ანბანისადმი მიძღვნილი ანთოლოგიაა, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებისთვის ქართული ანბანის უნიკალურობის წარმოჩენასა და მის პოპულარიზაციას ემსახურება. ორენოვანი, ქართულ-ინგლისური, კრებული „ქართული ანბანი - 33 ემოცია“ თავს უყრის 33 ავტორის ემოციას ქართულ ენასთან, ქართულ ანბანთან მიმართებაში და თანამედროვე ანბანთქებას ქმნის. მწერლები და პოეტები საკუთარ დამოკიდებულებას გამოხატავენ ტექსტით, რომლის პირველი სიტყვაც იწყება მათთვის განკუთვნილ ასო-ბგერაზე.  წიგნი უპრეცედენტოა და ქმნის ქართული ანბანის სამივე სახეობისა და მთლიანად ქართული ენის საინტერესო ექსკურსს. კრებული ეხმიანება იუნესკოს (2015 წლის) გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც „უძველესი ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალ კულტურას“ არამატერიალური მემკვიდრეობის ეროვნული ძეგლის სტატუსი მიენიჭა. საგანგებოდ კრებულისთვის ჯეოლაბის მხარდაჭერით შეიქმნა ახალი ქართული შრიფტი.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა