Ƶ

ბიზნეს კვლევების ცენტრი

ბიზნეს კვლევების ცენტრი

Ƶ-ს ბიზნესის სკოლის ბიზნეს კვლევების ცენტრი აწარმოებს სამეცნიერო კვლევებს ბიზნესის ადმინისტრირების ყველა მიმართულებით. სახელდობრ: რაოდენობრივ და საერთაშორისო ფინანსების დარგში, პორტფელურ და უცხოურ პირდაპირ ინვესტიციების განხრით, აგრეთვე მენეჯმენტისა და მარკეტინგის სფეროებში. ამ საკითხების საკვლ᳥ვად ხშირად გამოიყენება ბიზნესის მოდელირების სტოქასტური მეთოდები და ფაზი (fuzzy - არამკაფიო) სიმრავლეებისა და ფაზი ლოგიკის მიდგომები. ცალკე მიმართულებას წარმოადგენს საფონდო ბირჟებთან დაკავშირებული საკითხების კვლ᳥ვა.

ცენტრის მიერ მოპოვებული სამეცნიერო მასალა აქტიურად გამოიყენება უნივერსიტეტის სასწავლო პროცესში. კერძოდ: ცენტრში დაცული მასალების საფუძველზე მზადდება ბიზნესის სკოლის სტუდენტთა სამაგისტრო, საკურსო ნაშრომები და დისერტაციები.

ცენტრის ბაზებზე, ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელთა ხელმძღვანელობით, პრაქტიკას გადიან ბიზნესის სკოლის სტუდენტები. მათი მუშაობის შედეგები განიხილება საუნივერსიტეტო კონფერენციებზე.

ცენტრი პერიოდულად ატარებს საერთაშორისო კონფერენციებს და სემინარებს, სადაც მოწვეულ მეცნიერებთან ერთად ინსტიტუტის თანამშრომლები წარმოადგენენ საკუთარ კვლევებს.

ცენტრი სისტემატურად აქვეყნებს ჩატარებული კვლევების შედეგებს როგორც იმპაქტ-ფაქტორიან საერთაშორისო ჟურნალებში, აგრეთვე ქართულ სამეცნიერო პერიოდიკაში.

გაეცანით ბიზნეს კვლევების ცენტრის მიერ განხორციელებულ სამუშაოებს.


სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა