Ƶ

მშენებლობის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა (GE)

ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლა

მშენებლობის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა (GE)

შენობა-ნაგებობათა რეკონსტრუქციის სამაგისტრო პროგრამის მიზანია მოამზადოს თანამედროვე ცოდნითა და პრაქტიკული უნარებით აღჭურვილი, კონკურენტუნარიანი მშენებლობის ინჟინრები, რომლებიც შეძლებენ თანამედროვე მეთოდებით, მიდგომებითა და ინსტრუმენტებით უპასუხონ სფეროს დინამიურ მოთხოვნებს და საკუთარი წვლილი შეიტანონ დარგის განვითარებაში, ხელი შეუწყონ შენობა-ნაგებობათა რეკონსტრუქციის სწორად დაგეგმვასა და განხორციელებას და პროფესიული ეთიკის დამკვიდრებას დასაქმების ბაზარზე.

პროგრამა ამზადებს სიღრმისეული თეორიული ცოდნის და მისი პრაქტიკაში გამოყენების უნარის მქონე პროფესიონალებს, რომლებიც შეძლებენ დააპროექტონ და განახორციელონ სხვადასხვა ტიპის სარეკონსტრუქციო პროექტები საქართველოში და მის საზღვრებს მიღმა.

პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს ექნება ღრმა და სისტემური ცოდნა შენობა-ნაგებობათა სტრუქტურული ანალიზის, კვლევის და მონიტორინგის, შენობა-ნაგებობათა და მზიდი კონსტრუქციების აღდგენა-გაძლიერების მეთოდებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების, სარეკონსტრუქციო სამუშაოთა ორგანიზაციის, პროექტის მართვის და ზედამხედველობის მიმართულებით, ეცოდინება ციფრული სამშენებლო ინფორმაციული მოდელირების ინსტრუმენტები და შეეძლება შენობა-ნაგებობათა რეკონსტრუქციისთვის საჭირო გარემო პირობების და სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინება, როგორიცაა სეისმომედეგობა, ურბანული გარემო, სატრანსპორტო გეგმარება და სხვა.

პროგრამის დეტალური აღწერილობა იხილეთ მიბმულ ფაილში: შენობა-ნაგებობათა რეკონსტრუქცია

საკონტაქტო ინფორმაცია:

თამარ ჭელიძე

თამარ ჭელიძე

ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლა

აკადემიური მენეჯერი

საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები

(+995) 555 326 009
(+995 32) 220 65 20 (319)
tamarchelidze@gau.edu.ge
ნინო ფიფია

ნინო ფიფია

ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლა

აკადემიური მენეჯერი

საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები

(+995) 557 579 122
(+995 32) 220 65 20 (324)
ninopipia@gau.edu.ge

სამაგისტრო პროგრამის „შენობა-ნაგებობათა რეკონსტრქუცია“ ფარგლებში სტუდენტმა კვალიფიკაციის მისაღებად უნდა დააგროვოს - 120 კრედიტი.

სამაგისტრო პროგრამაზე სწავლების სტანდარტული ხანგრძლივობა არის 2 წელი, 4 სემესტრი. ერთი სასწავლო წლის განმავლობაში სტუდენტი აგროვებს 60 კრედიტს, ე.ი. სემესტრში 30 კრედიტს, თუმცა სტუდენტის ინდივიდუალური დატვირთვიდან გამომდინარე წელიწადში კრედიტების რაოდენობა შეიძლება იყოს 60 კრედიტზე მეტი ან ნაკლები, მაგრამ არაუმეტეს 75 კრედიტისა.

სამაგისტრო პროგრამა „შენობა-ნაგებობათა რეკონსტრუქცია“ იყოფა სასწავლო, პრაქტიკულ, კვლევით კომპონენტებად. აგრეთვე მასში შედის თავისუფალი კომპონენტი.

იხილეთ შენობა-ნაგებობათა რეკონსტრქუციის სასწავლო გეგმა

მაგისტრატურაში სწავლის უფლება აქვს ბაკალავრს ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე საქართველოს მოქალაქეს, რომელიც უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის უფლებას მოიპოვებს საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე, ჩააბარებს შიდა საუნივერსიტეტო ტესტირებას უცხო ენაში (ინგლისური) და გამოცდა სპეციალობაში.

შენობა-ნაგებობათა რეკონსტრუქციის სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველმა უნდა შეავსოს უცხო ენის (ინგლისური) B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ტესტი. პირი, რომელსაც აქვს შესაბამის დონეზე ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი ან პირველი საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამა გავლილი აქვს უცხო ენაზე (ინგლისური) ტესტირებისგან თავისუფლდება.

შენობა-ნაგებობათა რეკონსტრუქციის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის წესით ჩარიცხვა შესაძლებელია წელიწადში ორჯერ,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ  დადგენილ ვადებში, სავალდებულო პროცედურებისა და უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესების დაცვით. იხ. მობილობის ვადები და წესი/პროცედურა.

შენობა-ნაგებობათა რეკონსტრქუციის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა, ან გადმოყვანის წესით ჩარიცხვა სხვა ქვეყნის აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების საფუძველზე.

უცხოელმა (საქართველოს მოქალაქეობის არმქონე) სტუდენტებმა იხილეთ ბმული.

სწავლის საფასური - 2025-2026 სასწავლო წელი

შენობა-ნაგებობათა რეკონსტრუქციის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის წლიური საფასურია 3,300* ლარი. გადახდა ხდება წელიწადში ორჯერ, თანაბარი ოდენობით, თითოეული სემესტრის დაწყებამდე.

*სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტ᳥ბისთვის წლიური გადასახადი შეადგენს 3,300 ლარს გამოკლებული მოპოვებული სახელმწიფო გრანტი.*


სპეციალური დაფინანსება:

იმ შემთხვევაში თუ, უნივერსიტეტში ერთდროულად სწავლობენ ერთი ოჯახის წევრები, მათზე ვრცელდება 20%-იანი შეღავათი.

* გარკვეული გადაფარვების თუ არასტანდარტული ვითარების შემთხვევებში გაითვალისწინეთ:
  • დაწესებული ფასდაკლებები იანგარიშება შემდეგნაირად: ძირითად დარიცხულ თანხას გამოკლებული სახელმწიფო  სასწავლო გრანტი და დარჩენილ თანხას გამოკლებული ფასდაკლება შესაბამისი პროცენტით ან კონკრეტული თანხით;
  • იმ შემთხვევაში თუ სტუდენტს ეკუთვნის რამოდენიმე ფასდაკლება, აკლდება მხოლოდ ერთი ფასდაკლება რომელიც გამოდის თანხით ყველაზე მაღალი;
  • პროცენტული ფასდაკლებები მოქმედებს მხოლოდ ძირითად დარიცხულ თანხებზე და არა დამატებით აღებულ საგნებზე;
  • იმ შემთხვევაში თუ ერთ-ერთ ერთი ოჯახის წევრს აქვს ძირითადი დარიცხული საგნის გადასახადი, ხოლო მეორეს დამატებით აღებული საგნის გადასახადი, 20%-იანი ფასდაკლება ეკუთვნის მხოლოდ ძირითადი საგნის გადასახადის მქონე სტუდენტს;
  • იმ შემთვევაში თუ ერთი ოჯახის წევრებიდან ერთ-ერთს აქვს 20%-ზე მეტი ფასდაკლება, მეორე სარგებლობს 20%-იანი ფასდაკლებით.*


სტუდენტის მიერ შესაბამის სასწავლო კურსში კრედიტების მიღება/დაგროვება შესაძლებელია მხოლოდ სასწავლო კურსის სილაბუსით გათვალისწინებული სამუშაოს წარმატებით დასრულებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ერთ-ერთი დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში.

სასწავლო კურსის მაქსიმალური შეფასებაა 100 ქულა.

სტუდენტთა შეფასება განისაზღვრება შემდეგი შეფასების სისტემისა და რაოდენობრივი მაჩვენებლის მიხედვით:

დადებითი შეფასებები:
(A) ფრიადი – მაქსიმალური შეფასების 91 ქულა და მეტი;
(B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა;
(C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა;
(D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70 ქულა;
(E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა.

უარყოფითი შეფასებები:
(FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა;
(F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები.

(FX) ვერ ჩააბარა – უარყოფითი შეფასების მქონე სტუდენტს უფლება აქვს დამოუკიდებელი მუშაობის შემდეგ კიდევ ერთხელ გავიდეს დამატებით დასკვნით გამოცდაზე;
(F) ჩაიჭრა – უარყოფითი შეფასების მქონე სტუდენტი ვალდებულია ახლიდან გაიაროს სასწავლო კურსი.

სასწავლო კურსში სტუდენტის შეფასება წარმოებს მთელი სასწავლო სემესტრის განმავლობაში. შესაბამისად, სტუდენტის საბოლოო შეფასება წარმოადგენს შუალედური შეფასებებისა და დასკვნითი გამოცდის შეფასების ჯამს.

დასკვნითი გამოცდის შეფასების ქულაა 40, დანარჩენი 60 ქულა ნაწილდება შუალედური შეფასებების მიხედვით.

დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელიც სემესტრის განმავლობაში შუალედური შეფასებებით დააგროვებს მინიმუმ 25 ქულას.

სტუდენტი, რომელსაც დაგროვილი არ ექნება სავალდებულო მინიმალური ქულა (25), დასკვნით გამოცდაზე არ დაიშვება. დასკვნითი გამოცდის მინიმალური სავალდებულო ქულაა 16.

სტუდენტის საბოლოო რეიტინგის დასადგენად და მათ წასახალისებლად სასწავლო პროცესის დასრულებისას გამოითვლება კუმულატიური ქულა – GPA* (კუმულატიური ქულის გამოთვლა ხორციელდება ყოველი სემესტრის ბოლოსაც).

* კუმულატიური ქულის გამოთვლა შემდეგნაირად ხორციელდება: 
ყოველ სასწავლო კურსში სტუდენტის მიერ მიღებული ქულის რაოდენობრივი მაჩვენებელი მრავლდება ამ სასწავლო კურსისათვის განკუთვნილი კრედიტის რაოდენობაზე და შემდეგ ამ რიცხვების საერთო ჯამი იყოფა სტუდენტის მიერ დაგროვილი კრედიტების რაოდენობაზე.*


სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა