სხვადასხვა ინდუსტრიის ორგანიზაციებში და სახელმწიფო დაწესებულებებში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად პოზიციას წარმოადგენს პროექტის მენეჯერი ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგში.
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ინფორმატიკის სამაგისტრო პროგრამა შექმნილია თანამედროვე ტენდენციების და ტექნოლოგიური პროგრესის საფუძველზე. შესაბამისად, პროგრამაც და სწავლის მეთოდიკაც არის თანამედროვე და დინამიური.
ამდენად, „ვებ და მულტიმედიური პროექტის ტექნოლოგიები და მართვა“ სამაგისტრო პროგრამის მიზანია:
შესაბამისად, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ინფორმატიკის სამაგისტრო პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვინც დაინტერესებულია იყოს წარმატებული მენეჯერი ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში ან ამ მიმართულებით შეუდგეს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას.
პროგრამის დეტალური აღწერილობა იხილეთ მიბმულ ფაილში - ინფორმატიკის სამაგისტრო პროგრამა
ინფორმატიკის სამაგისტრო პროგრამის „ვებ და მულტიმედიური პროექტის ტექნოლოგიები და მართვა“ ფარგლებში სტუდენტმა კვალიფიკაციის მისაღებად უნდა დააგროვოს - 120 კრედიტი.
სამაგისტრო პროგრამაზე სწავლების სტანდარტული ხანგრძლივობა არის 2 წელი, 4 სემესტრი. ერთი სასწავლო წლის განმავლობაში სტუდენტი აგროვებს 60 კრედიტს, ე.ი. სემესტრში 30 კრედიტს, თუმცა სტუდენტის ინდივიდუალური დატვირთვიდან გამომდინარე წელიწადში კრედიტების რაოდენობა შეიძლება იყოს 60 კრედიტზე მეტი ან ნაკლები, მაგრამ არაუმეტეს 75 კრედიტისა.
სამაგისტრო პროგრამა „ვებ და მულტიმედიური პროექტის ტექნოლოგიები და მართვა“ იყოფა სასწავლო, პრაქტიკულ, კვლევით კომპონენტებად. აგრეთვე მასში შედის თავისუფალი კომპონენტი.
ინფორმატიკის სამაგისტრო პროგრამის სასწავლო გეგმა
მაგისტრატურაში სწავლის უფლება აქვს ბაკალავრს ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე საქართველოს მოქალაქეს, რომელიც უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის უფლებას მოიპოვებს საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე, ჩააბარებს შიდა საუნივერსიტეტო ტესტირებას უცხო ენაში (ინგლისური) და გამოცდას სცეპიალობაში
ინფორმატიკის სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველმა უნდა შეავსოს უცხო ენის (ინგლისური) B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ტესტი. პირი, რომელსაც აქვს შესაბამის დონეზე ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი ან პირველი საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამა გავლილი აქვს უცხო ენაზე (ინგლისური) ტესტირებისგან თავისუფლდება.
ინფორმატიკის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის წესით ჩარიცხვა შესაძლებელია წელიწადში ორჯერ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში, სავალდებულო პროცედურებისა და უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესების დაცვით. იხ. მობილობის ვადები და წესი/პროცედურა.
ინფორმატიკის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა, ან გადმოყვანის წესით ჩარიცხვა სხვა&Բ;ქვეყნის აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების საფუძველზე.
უცხოელმა (საქართველოს მოქალაქეობის არმქონე) სტუდენტებმა იხილეთ ბმული.
სტუდენტის მიერ შესაბამის სასწავლო კურსში კრედიტების მიღება/დაგროვება შესაძლებელია მხოლოდ სასწავლო კურსის სილაბუსით გათვალისწინებული სამუშაოს წარმატებით დასრულებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ერთ-ერთი დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში.
სასწავლო კურსის მაქსიმალური შეფასებაა 100 ქულა.
სტუდენტთა შეფასება განისაზღვრება შემდეგი შეფასების სისტემისა და რაოდენობრივი მაჩვენებლის მიხედვით:
დადებითი შეფასებები:
(A) ფრიადი – მაქსიმალური შეფასების 91 ქულა და მეტი;
(B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა;
(C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა;
(D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70 ქულა;
(E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა.
უარყოფითი შეფასებები:
(FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა;
(F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები.
(FX) ვერ ჩააბარა – უარყოფითი შეფასების მქონე სტუდენტს უფლება აქვს დამოუკიდებელი მუშაობის შემდეგ კიდევ ერთხელ გავიდეს დამატებით დასკვნით გამოცდაზე;
(F) ჩაიჭრა – უარყოფითი შეფასების მქონე სტუდენტი ვალდებულია ახლიდან გაიაროს სასწავლო კურსი.
სასწავლო კურსში სტუდენტის შეფასება წარმოებს მთელი სასწავლო სემესტრის განმავლობაში. შესაბამისად, სტუდენტის საბოლოო შეფასება წარმოადგენს შუალედური შეფასებებისა და დასკვნითი გამოცდის შეფასების ჯამს.
დასკვნითი გამოცდის შეფასების ქულაა 40, დანარჩენი 60 ქულა ნაწილდება შუალედური შეფასებების მიხედვით.
დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელიც სემესტრის განმავლობაში შუალედური შეფასებებით დააგროვებს მინიმუმ 25 ქულას.
სტუდენტი, რომელსაც დაგროვილი არ ექნება სავალდებულო მინიმალური ქულა (25), დასკვნით გამოცდაზე არ დაიშვება. დასკვნითი გამოცდის მინიმალური სავალდებულო ქულაა 16.
სამაგისტრო ნაშრომი ფასდება სასწავლო კურსის შეფასების სისტემით.
სტუდენტის საბოლოო რეიტინგის დასადგენად და მათ წასახალისებლად სასწავლო პროცესის დასრულებისას გამოითვლება კუმულატიური ქულა – GPA* (კუმულატიური ქულის გამოთვლა ხორციელდება ყოველი სემესტრის ბოლოსაც).
| * კუმულატიური ქულის გამოთვლა შემდეგნაირად ხორციელდება:
ყოველ სასწავლო კურსში სტუდენტის მიერ მიღებული ქულის რაოდენობრივი მაჩვენებელი მრავლდება ამ სასწავლო კურსისათვის განკუთვნილი კრედიტის რაოდენობაზე და შემდეგ ამ რიცხვების საერთო ჯამი იყოფა სტუდენტის მიერ დაგროვილი კრედიტების რაოდენობაზე.* |
Ƶ-ს ინფორმატიკის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის წლიური საფასურია 3,900* ლარი. გადახდა ხდება წელიწადში ორჯერ, თანაბარი ოდენობით, თითოეული სემესტრის დაწყებამდე.
უცხოელი (საქართველოს მოქალაქეობის არმქონე) სტუდენტ᳥ბისთვის სწავლის საფასური იხილეთ ბმულზე.
| *სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტ᳥ბისთვის წლიური გადასახადი შეადგენს 3,900 ლარს გამოკლებული მოპოვებული სახელმწიფო გრანტი.*
|
სპეციალური დაფინანსება:
იმ შემთხვევაში თუ, უნივერსიტეტში ერთდროულად სწავლობენ ერთი ოჯახის წევრები, მათზე ვრცელდება 20%-იანი შეღავათი.
* გარკვეული გადაფარვების თუ არასტანდარტული ვითარების შემთხვევებში გაითვალისწინეთ:
|