სოფო შუბლაძის სახელობის ყოველწლიური სასტიპენდიო კონკურსი 2025 იწყება...
წელს სასტიპენდიო კონკურსი ხელოვნურ ინტელექტს მიეძღვნება და მისი გამოყენებით წარიმართება.
ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც ხელოვნური ინტელექტი (AI) სულ უფრო მეტად ხდება ჩვენი ინტელექტუალური პარტნიორი, ოპონენტი და შესაძლებლობა.
ეს კონკურსი არ არის ტექნოლოგიური შეჯიბრი. ეს არის ფილოსოფიური გამოწვევა, რომლის მიზანია, შეამოწმოს სტუდენტის კრიტიკული აზროვნება, ლოგიკური არგუმენტაციისა და ინტელექტუალური გამძლეობის უნარები ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერ გამართულ დიალოგში.
ჩვენ გვაინტერესებს, როგორ შეუძლია სტუდენტს, დაიცვას და განავითაროს საკუთარი, სიღრმისეული პოზიცია ,,თავისუფლების" შესახებ, როდესაც მას ,,AI სოკრატეს" ,,დაუნდობელი” ლოგიკა დაუპირისპირდება.
ჩვენ ვეძებთ არა იმდენად სწორ პასუხებს, რამდენადაც აზროვნების გაბედულობას.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ Ƶ-ს ნებისმიერი სკოლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს.
ჸრ᳥გისტრირდი:
კონკურსი შედგება ორი ძირითადი ეტაპისგან:
პირველი შესარჩევი ეტაპი: სტუდენტები წარადგენენ საკონკურსო ნაშრომს: დიალოგი სოკრატესთან
- კონკურსანტი მიიღებს ორგანიზატორების მიერ შემუშავებულ მზა სისტემურ პრომპტს „სოკრატეს კოდექსი“
- სტუდენტმა ეს პრომპტი უნდა ჩატვირთოს მისთვის სასურველ დიდ ენობრივ მოდელში (LLM), მაგალითად: Gemini, ChatGPT, Claude და ა.შ
- „AI სოკრატე“ ავტომატურად დაიწყებს დიალოგს და სტუდენტს „თავისუფლების“ თემაზე დაუსვამს ზუსტად 7 კითხვას. ყოველი შემდეგი კითხვა დაეფუძნება სტუდენტის წინა პასუხს.
- დასრულებული დიალოგი (კითხვები და პასუხები) სტუდენტმა უნდა გადმოიტანოს ტექსტურ ფაილში და მოახდინოს მისი მცირე რედაქტირება (გრამატიკული ან სტილისტური შესწორებები).
ამ ეტაპის დაწყებამდე, ყველა რეგისტრირებულ მონაწილეს ჩაუტარდება მოსამზადებელი ტრენინგი AI-სთან მუშაობის პრინციპებზე. წარმოდგენილი ნაშრომებიდან ჟიური შეარჩევს 10 ფინალისტს.
მეორე ეტაპი - ფინალი: პირველი ეტაპის შემდეგ სტუდენტებს მიეცემათ ახალი დავალება, რომელიც უნდა წარმოადგინონ ნაშრომისა და პრეზენტაციის სახით.
- კონკურსის გზამკვლევსა და დეტალურ ინსტრუქციებს მიიღებენ დარეგისტრირებული კანდიდატები.
კონკურსის ფინალურ ეტაპზე გამოგვლინდება ერთი გამარჯვებული, რომელსაც გადაეცემა სოფო შუბლაძის სახელობის სტიპენდია 5,000 ლარის ოდენობით.
იმოქმედე გამარჯვებისთვის, ჩაერთე სოკრატესთან ინტელექტუალურ დიალოგში და გახდი სოფო შუბლაძის სტიპენდიანტი.
ACT TO WIN