Ƶ

სიახლეები და ღონისძიებები

Ƶ-ს ფეხბურთის ჩემპიონატის გამარჯვებული გუნდი Pescara გახდა

Ƶ-ს ფეხბურთის ჩემპიონატის გამარჯვებული გუნდი Pescara გახდა

პარასკევი, 29 მაისი, 2026

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში გამართული ფეხბურთის ჩემპიონატი წარმატებით დასრულდა. დაძაბული შეხვედრების, საინტერესო დაპირისპირებებისა და ჯგუფური ეტაპების შემდეგ, ჩემპიონატის გამარჯვებული გუნდი Pescara გახდა.

ტურნირში გაუს სხვადასხვა სკოლის 10-მდე გუნდი მონაწილეობდა, რაც ჩემპიონატს განსაკუთრებულ კონკურენტულობასა და სპორტულ სულისკვეთებას სძენდა. მონაწილეებმა მთელი ჩემპიონატის განმავლობაში მაღალი სპორტული ოსტატობა, გუნდური მუშაობა და გამარჯვებისკენ სწრაფვა გამოავლინეს.

ფინალური მატჩების შემდეგ გამარჯვებულ გუნდს შესაბამისი ჯილდოები გადაეცა და ჩემპიონატის თასი სწორედ Pescara-მ აღმართა.

გაუ აქტიურად უწყობს ხელს სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნებას და სპორტული აქტივობების განვითარებას, რაც ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესისა და გუნდური თანამშრომლობის პოპულარიზაციას ემსახურება.

Let's Ƶ!

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა