À±½·ÊÓƵ

სიახლეები და ღონისძიებები

სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლის დეკანის შეხვედრა ჩინეთის დელეგაციასთან

სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლის დეკანის შეხვედრა ჩინეთის დელეგაციასთან

პარასკევი, 12 ოქტომბერი, 2018

აჩვენე კალენდარზე

À±½·ÊÓƵ-ს სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლის დეკანი, პროფესორი ზაზა რუხაძე სკოლის პროფესურასთან ერთად შეხვდა დელეგაციას ჩინეთიდანÌýბ-ნ ჰარდი ვანგის ხელმძღვანელობით. ჩინეთის დელეგაცია საქართველოში იმყოფებოდა ჩვენი ქვეყნის საგანმანათლებლო გარემოს კვლევის მიზნით.Ìý

მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ. À±½·ÊÓƵ-ში სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის ბაზაზე იგეგმება ჩინური ენის შემსწავლელი ცენტრის გახსნა, სადაც პედაგოგებად ჩამოვლენ სპეციალისტები ჩინეთიდან.Ìý

შეხვედრაზე ასევე განხილული იქნა პროფესორ ზ. რუხაძის ინიციატივა გაიხსნას ჩინეთის სწავლების სამეცნიერო ცენტრი. იგეგმება ჩინეთის რამდენიმე უნივერსიტეტთან პარტნიორული თანამშრომლობა, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების გაცვლის ჩათვლით. სამართლის სკოლის დეკანმა და პროფესორებმა ისაუბრესÌýOne Belt One RoadÌýპროეტის ფარგლები მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე.Ìý

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა