Ƶ

სიახლეები და ღონისძიებები

JBT, ანუ Junior Business Training სკოლის მოსწავლეებისთვის

JBT, ანუ Junior Business Training სკოლის მოსწავლეებისთვის

კვირა, 08 დეკემბერი, 2019

აჩვენე კალენდარზე

7-8 დეკემბერი (2019) ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (Ƶ) ორგანიზებით გაიმართა Junior Business Training, ჩვენი წლევანდელი თამაშის Junior Business Competition-ის (JBC) მონაწილე გუნდებისთვის ქალაქგარეთ, მცხეთაში. ორდღიან ბანაკში, რომელიც Ƶმ სრულად დააფინანსა, მონაწილეობას იღებდა სკოლა ქორალი, აიბი მთიები და პირველი ექსპერიმენტული სკოლა.

ბანაკი მოიცავდა ტრენინგს ბიზნესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებით, რომელსაც Ƶ-ს ბიზნესის სკოლის მოწვეული ლექტორები ლევან გაჩეჩილაძე და გიორგი ჩინჩალაძე უძღვებოდნენ. მეორე კომპონენტი იყო Ƶ GAME - ეს არის გასართობი და შემეცნებითი ტიპის თამაში, რომლის გამარჯვებულებს საჩუქრად გადაეცათ ილუზიების მუზეუმის ბილეთები.

ტრენინგის ფარგლებში მოეწყო ფილმის ჩვენება და გაიმართა დისკუსია, რომელსაც Ƶ-ს განვითარების მენეჯერი, გია ჩქოფოია უძღვებოდა.

შეხვედრები ინტერაქციულ რეჟიმში მიმდინარეობდა, სკოლის მოსწავლეებმა ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს ბიზნესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებით.

ტრენინგის დასასრულს სერტიფიკატების გადაცემის საზეიმო ცერემონია გაიმართა. 

Ƶ წარმატებას უსურვებს თითოეულ მონაწილეს!

#WeAreƵ

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა