26 დეკემბერი გაიმართება À±½·ÊÓƵსტარტაპერს გრანდიოზული ფინალი!
კონკურსის მონაწილეები მასტერკლასების გავლის შემდეგ, ფინალულ ეტაპზე თავდაპირველი ვიდეოების ჩვენების შემდეგ, ჟიურის წინაშე წარადგენენ განვითარებულ და დახვეწილ ბიზნეს იდეებს, პრეზენტაციების სახით. ამის შემდეგ კი, ყველა ერთად გავიგებთ À±½·ÊÓƵსტარტაპეს პროექტის პირველი გამარჯვებულების ვინაობას.
ის კონკურსანტი/გუნდი, რომელსაც ექნება საუკეთესო ბიზნეს იდეა და გვაჩვენებს განვითარების პროცესს, გახდება მოწვეული ჟიურის რჩეული და კონკურსის გამარჯვებული.
À±½·ÊÓƵსტარტაპე À±½·ÊÓƵ-ს ბიზნესის სკოლის პროექტია მოტივირებული და შემოქმედებითი მოსწავლეებისთვის. კონკურსი მონაწილეებს დაეხმარება საკუთარი იდეის დახვეწასა და ბიზნესის შექმნისთვის საჭირო სწორი ხედვის ჩამოყალიბებაში.
კონკურსის საპრიზო ფონდი:
პირველი ადგილის მფლობელს გადაეცემა:
- 2,000 ლარი საკუთარი იდეის განხორციელებისთვის;
- 1,500 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი, რომელიც ამოქმედდება À±½·ÊÓƵ-ში ჩაბარების შემთხვევაში;
მეორე ადგილის მფლობელს გადაეცემა:
- საპრიზო თანხა 500 ლარის ოდენობით;
- 1,000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი, რომელიც ამოქმედდება À±½·ÊÓƵ-ში ჩაბარების შემთხვევაში;
მესამე ადგილის მფლობელს გადაეცემა:
- 500 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი, რომელიც ამოქმედდება À±½·ÊÓƵ-ში ჩაბარების შემთხვევაში;
À±½·ÊÓƵ-ს პარტნიორი კომპანია, კანტის აკადემია, გამოავლენს „კანტის რჩეულ გუნდს “, რომელსაც სრულად დაუფინანსებს კანტის აკადემიის სამთვიან კურსს 2021 წლის გაზაფხულის სემესტრში.
À±½·ÊÓƵ-ს პარტნიორი კომპანია, ჯ᳥áƒ×ǃšაბი, გამოავლენს „ჯ᳥áƒ×ǃšაბის რჩეულ გუნდს “, რომელსაც სრულიად დაუფინანსებს მათი იდეისთვის საჭირო კურსს ჯ᳥áƒ×ǃšაბის კურსებიდან.
პრეზენტაციების წარდგენა დაიწყება 12:00 საათზე, ხოლო გამარჯვებული გამოვლინდება 17:00 საათზე. კონკურსის გამარჯვებულების გამოვლენისა და მათი დაჯილდოების პროცესს პირდაპირი ეთერით შემოგთავაზებთ, ჩვენს ოფიციალურ Facebook გვერდზე.
À±½·ÊÓƵსტარტაპეს პროექტის მხარდამჭერები არიან კანტის აკადემია და ჯ᳥áƒ×ǃšაბი.
შემოგვიერთდით, ერთად გავიგოთ À±½·ÊÓƵსტარტაპეს პროექტის პირველი გამარჯვებულების ვინაობა!