ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (Ƶ) 2026-2027 სასწავლო წლის პირველკურსელთა რეგისტრაციის პროცესი დასრულდა.
რ᳥გისტრაცია ორ ეტაპად განხორციელდა. პირველ ეტაპზე, 8-დან 16 სექტემბრის ჩათვლით, სტუდენტებმა ონლაინ რ᳥გისტრაცია გაიარეს, ხოლო მეორე ეტაპი უნივერსიტეტში პირველკურსელთა საზეიმო მიღებასა და შესაბამისი დოკუმენტაციის ჩაბარებას დაეთმო.
16 სექტემბერს Ƶ-ში პირველკურსელთა საზეიმო მიღება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში ახალ სტუდენტებს Ƶ-ს პრეზიდენტი და სკǃების დეკანები მიესალმნენ და ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.
პირველკურსელებმა მიიღეს ინფორმაცია სასწავლო პროცესის, უნივერსიტეტში სწავლისთვის მნიშვნელოვანი საკითხებისა და სტუდენტური ცხოვრების შესახებ. მათ ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ, უკეთ გაცნობოდნენ საუნივერსიტეტო გარემოს.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა გათამაშებები და სხვადასხვა აქტივობა, რის შემდეგაც სტუდენტებმა რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია წარადგინეს.
ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი 21 სექტემბერს დაიწყო.
Ƶ პირველკურსელებს სტუდენტური ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას ულოცავს და წარმატებულ, საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო წელს უსურვებს!