Ƶ

სიახლეები და ღონისძიებები

Ƶ-მ საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია MUK-თან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

Ƶ-მ საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია MUK-თან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

ოთხშაბათი, 01 ივლისი, 2026

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა (Ƶ) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია MUK-თან გააფორმა, რომელიც საქართველოში 2011 წლიდან ოპერირებს.

თანამშრომლობის მიზანია სტუდენტ᳥ბისთვის თანამედროვე ტექნოლოგიურ განათლებასა და პრაქტიკულ გამოცდილებაზე ხელმისაწვდომობის გაფართოება, ასევე აკადემიური და ინდუსტრიული თანამშრომლობის გაძლიერება.

MUK-ის სასწავლო ცენტრი ყოველწლიურად 400-ზე მეტ IT ტრენინგს ატარებს სხვადასხვა მიმართულებით და 80-ზე მეტ პროფესიონალ ინსტრუქტორს აერთიანებს, რაც კომპანიას რეგიონში ტექნოლოგიური განათლების ერთ-ერთ წამყვან ცენტრად აქცევს.

მემორანდუმის გაფორმების ღონისძიება Ƶ-ს ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის წარმომადგენლების, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების მონაწილეობით გაიმართა.

პარტნიორობის ფარგლებში Ƶ-ს სტუდენტები MUK-ის სასწავლო პროგრამებითა და ტრენინგებით სპეციალური პირობებით ისარგებლებენ, რაც მათ თანამედროვე ტექნოლოგიური ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარებაში დაეხმარება და სასწავლო პროცესში ინდუსტრიული გამოცდილების კიდევ უფრო მეტად ინტეგრირებას შეუწყობს ხელს.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა