À±½·ÊÓƵ-ს საზაფხულო ბანაკის ,,სახეთა თეატრის'' შესარჩევი ტური
ხუთშაბათი, 07 ივნისი, 2018
2018 წელს À±½·ÊÓƵ ინოვაციური საზაფხულო ბანაკის ორგანიზატორია! „სახეთა თეატრის“ ტრენინგში მონაწილეების შესარჩევი ტური გაიმართა À±½·ÊÓƵ-ში 5 და 7 ივნისს.
À±½·ÊÓƵ სრულად აფინანსებს საგანგებოდ შერჩეული 40 მოსწავლისა და À±½·ÊÓƵ-ს რამდენიმე წარმატებული სტუდენტის საზაფხულო ბანაკში მონაწილეობას და უპრეცედენტო ტრენინგში ჩართვას.
წყნეთში 3 დღის განმავლობაში ახალგაზრდები ერთმანეთის გაცნობისა და გამოცდილების გაზიარების გარდა, იმუშავებენ კრიტიკული აზროვნების, შემოქმედებითობის, გადაწყვეტილების მიღების უნარის, ემოციური ინტელექტისა და ბევრი სხვა საჭირო თვისების აღმოჩენასა და განვითარებაზე - ეს ყველაფერი კი აუგუსტო ბოალის მეთოდოლოგიის გამოყენებით მოხდება.
დიდი მადლობა ყველას, ვინც პრეზენტაციაზე გვეწვია და შერჩევაში მიიღო მონაწილეობა. ამ პროექტის გაგრძელებას და სხვა საინტერესო აქტივობებს სკოლის მოსწავლეებისთვის მომავალშიც ვგეგმავთ.
„სახეთა თეატრის“ ტრენინგს À±½·ÊÓƵ-სთან ერთად ახორციელებს ჩვენი პარტნიორი კომპანია - და ტრენერი, ალექსანდრ ჩერომუხინი.