À±½·ÊÓƵ

სიახლეები და ღონისძიებები

ორენოვანი პრეზენტაციების კონკურსი À±½·ÊÓƵ-ში

ორენოვანი პრეზენტაციების კონკურსი À±½·ÊÓƵ-ში

ხუთშაბათი, 07 ივნისი, 2018

აჩვენე კალენდარზე

2018 წლის 6 და 7 ივნისს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში გაიმართა ორენოვანი პრეზენტაციების კონკურსის ფინალური ეტაპი. კონკურსი ჩატარდა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის დეკანის, ქალბატონ რუსუდან ციციშვილის ინიციატივით. კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის; ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების; ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის სტუდენტები.Ìý

კონკურსი გამოირჩეოდა წარმოდგენილი თემების მრავალფეროვნებითა და აქტუალურობით.Ìý

ინგლისურენოვანი პრეზენტაციების კონკურსის ჟიურის წევრები გახლდნენ:

  • რუსუდან ციციშვილი, რ. მაიკლ ქაუგილი, ჯორჯ ველტონი და ლადო ტატიშვილი.Ìý

კონკურსის ბოლოს გაიმართა დაჯილდოვების ცერემონიალი. ინგლისურენოვანი პრეზენტაციების კონკურსში:

  • Ìýპირველი ადგილი მოიáÓÅáƒ×ǃ•აÌýთათია კირჩხელმა (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლა) დაÌýოთო კუპრავამ (ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლა), რომელთაც გადაეცათ À±½·ÊÓƵ-ს მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი.
  • მეორე ადგილზე გახლავთ ანა ვოსკანიანიÌý(ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლა) Ìýდა გიორგი შამხელაშვილიÌý(სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლა), რომელთაც ასევე გადაეცათ სპეციალური პრიზები.
  • მესამე ადგილი კი მოიáÓÅáƒ×ǃ•ესÌýანანო ციცვიძემ (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლა) დაÌýმარიამ კაჭარავამ (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლა), რომელბიც დააჯილდოვდნენ “Lingwing” - ის ექვსთვიანი სასწავლო ვაუჩერით.Ìý

Ìýქართულენოვან პრეზენტაციების კონკურსს სწორედ წელს ჩაეყარა საფუძველი, განხვავებით ინგლისურენოვანისა, რომლიც პირველად 2011 წელს ჩატარდა ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში. პირველი ქართულენოვანი პრეზენტაციების კონკურსის ჟიური გახლდათ:

  • Ìýრუსუდან ციციშვილი, გიორგი ალიბეგაშვილი, ოთარ ტატიშვილი, ეკატერინე ტოგონიძე, დავით ველიაშვილი და გიორგი ბაქრაძე.

Ìýკონკურსის დასკვნით ეტაპზე, ანალოგიურად, გამოვლინდნენ გამარჯვებულები. ქართულენოვანი პრეზენტაციების კონკურსისÌýპირველი ადგილი მოიáÓÅáƒ×ǃ•ესÌýგიორგი სვანიძემ (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლა) დაÌýმარიამ მითაიშვილმა (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლა).Ìýმეორე ადგილი მოიáÓÅáƒ×ǃ•ესÌýთეკლა კემულარიამ (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლა) დაÌýსალომე ხმელიძემ (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლა). ხოლეÌýმესამე ადგილი წილად ხვდათÌýნათია ტყემალაძესა (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლა) დაÌýანი გიორგობიანს (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლა).Ìý

Ìýსაკონკურსო ეტაპის დასრულების შემდეგ, როგორც ინგლისურენოვანი ასევე ქართულენოვანი პრეზენტაციები შეაფასეს მოწვეულმა ჟიურის წევრებმა, მონაწილეებმა მათგან მიიღეს კონსტრუქციული კრიტიკა და რეკომენდაციები, თუ როგორ განავითარონ პრეზენტაციისა და საჯაროდ გამოსვლის უნარები.

Ìýვულოცავთ თითოეულ მონაწილეს ასეთ წარმატებულ გამოსვლას, გისურვებთ მრავალი საინტერესო გამოცდილების მიღებას თქვენი სტუდენტური ცხოვრების განმავლობაში. Ìý

ქართულ ამერიკული უნივერსიტეტი დიდ მადლობას უხდის სახელმწიფო ენის დეპარტამენტს მხარდაჭერისთვის. ასევე უღრმეს მადლობას ვუხდით კომპანიაÌý„Lingwing”-ის დამფუძნებელს, ბატონ დავით ველიაშვლის, რომელმაც უკლებლივ ყველა მონაწილე ქართულენოვანი პრეზენტაციების კონკურსისა და ინგლისურენოვანი კონკურსის მესამე ადგილის მფლობელები დააჯილდოვა „Lingwing”-ის ექვსთვიანი სასწავლო ვაუჩერით.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა