ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი განათლების საერთაშორისო გამოფენაზე 2015
შაბათი, 28 თებერვალი, 2015
27-28 თებერვალს საქართველოში მეხუთედ გაიმართა უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების საერთაშორისო გამოფენა. À±½·ÊÓƵ ამ ფორუმში ყოველწლიურად მონაწილეობს. ექსპო ჯორჯიაში გამართულ გამოფენაზე ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა საზეიმო განწყობა შექმნა, იმის გათვალისწინებით, რომ 2015 საიუბილეო წელია - À±½·ÊÓƵ 10 წლის ხდება.
საგამოფენო-საინფორმაციო სტენდი მოხალისე სტუდენტების სიმრავლითა და ინტერაქტიურობით გამოირჩეოდა. დაინტერესებული პირები À±½·ÊÓƵ-ს სკáƒ×ǃšების, სიახლეების, სპეციალობებისა და სწავლის გადასახადის შესახებ ინფორმაციის მიღების გარდა, ჩაერთნენ სხვადასხვა სახალისო აქტივობაში: მონაწილეობა მიიღეს À±½·ÊÓƵ-ს სტუდენტების მიერ ორგანიზებულ გათამაშებაში და მოიგეს პრიზები; გადაიღეს ფოტოები À±½·ÊÓƵ-ს ტანტამარესკასთან, რომლებიც პარალელურად იტვირთებოდა À±½·ÊÓƵ-ს facebook გვერდზე; დაწერეს სადაბადებიდღეო სურვილები À±½·ÊÓƵ-ს მოლოცვებისთვის განკუთვნილ სპეციალურ სტენდზე.
განათლების გამოფენაზე იმყოფებოდა À±½·ÊÓƵ-ს პრეზიდენტი, კანცლერი, დამფუძნებლები და დეკანები.
პავილიონში „მოსიარულე À±½·ÊÓƵ-ც” გამოჩნდა - ეს იყო მოძრაობის თეატრის მსახიობი ოჩო ფეხებზე, რომელიც ქართულ-ამერიკულ დროშებში გამოწყობილი À±½·ÊÓƵ-ს საინფორმაციო ბროშურებსა და ტკბილეულს არიგებდა. დღის ბოლოს გამოფენის მონაწილეები და სტუმრები À±½·ÊÓƵ-ს საიუბილეო ტორტზე დაეწვივნენ.
27 თებერვალს გამართულ გალა დინერზე À±½·ÊÓƵ ვიზიტორებთან ყველაზე ეფექტური კომუნიკაციისთვის გამოფენის ორგანიზატორებისგან სერტიფიკატით დაჯილდოვდა.