À±½·ÊÓƵ-ს პირველკურსელების დაჯილდოება სასწავლო ვაუჩერებით
პარასკევი, 25 სექტემბერი, 2015
დღეს À±½·ÊÓƵ-ში ბევრი მზე, სიხარული და მუსიკა იყო.
25 სექტემბერს À±½·ÊÓƵ-ს 23 პირველკურსელს 1000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერები გადაეცათ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული უმაღლესი ქულებისთვის.
À±½·ÊÓƵ-მ ეს გადაწყვეტილება საიუბილეო წელთან დაკავშირებით მიიღო.
ვაუჩერებით და À±½·ÊÓƵ-ს ბრენდირებული სუვენირებით პირველკურსელები À±½·ÊÓƵ-ს პრეზიდენტმა, კანცლერმა და დეკანებმა დაასაჩუქრეს.
დღესვე დაჯილდოვდა À±½·ÊÓƵ-ს ბიზნესის სკოლის მესამე კურსელი, ყველაზე მაღალრეიტინგიანი სტუდენტი, ლიკა ტოკლიკიშვილი, რომელსაც 31 ოქტომბერს თბილისში დროის მეფედ წოდებული ლეგენდარული ქოუჩის - დევიდ ალენის -
მასტერკლასზე დასასწრები ბილეთი გადაეცა.
À±½·ÊÓƵ-მ მოსაწვევი კომპანია Prospect-ისგან მიიღო, როგორც ერთ-ერთმა საუკეთესო უნივერსიტეტმა საქართველოში.
ღონისძიებას მუსიკალურად À±½·ÊÓƵ ბენდი აფორმებდა.
27 სექტმბერს კი À±½·ÊÓƵ-ელებს Welcome Party ელით. À±½·ÊÓƵ-ს თვითმმართველობა კვირას ყველა სკოლის სტუდენტებს კლუბში "მტკვარზე" ეპატიჟება.
À±½·ÊÓƵ ამ მხიარული დასაწყისით წარმატებულ წელს და წინსვლას გისურვებთ!