კომიქსური ილუსტრაციების შექმნა, რიზოგრაფიული ბეჭდვის ტექნიკის შესწავლა და საკუთარი ნამუშევრების აკინძვა.
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის, მედია ხელოვნების პროგრამის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს რიზოგრაფიული ბეჭდვის ვორქშოფში, რომელსაც სტუდია „ხარახურა პრესს“ მასპინძლობდა.
ვორქშოფის ფარგლებში, მონაწილეები:
- გაეცნენ რიზოგრაფის მუშაობის პრინციპებს
 - დააკვირდნენ ბეჭდვის პროცესს ნიმუშების მეშვეობით
 - მოამზადეს თავიანთი ფაილები ბეჭდვისთვის
 - ჩაერთვნენ დაბეჭდილი მასალების აკინძვასა და კოლაციაში
 - ბოლოს კი, დაასრულეს საბოლოო ნამუშევრების მომზადება სტუდიის დახმარებით.
 
ვორქშოფის ბოლოს თითოეულ მონაწილეს და უნივერსიტეტს გადაეცა აკინძული ერთობლივი კრებული, რომელშიც შესულია სტუდენტების მიერ შექმნილი კომიქსური ილუსტრაციები.
აირჩიე Ƶ - აირჩიე 120!