À±½·ÊÓƵ

სიახლეები და ღონისძიებები

იმიტირებული სასამართლო პროცესი À±½·ÊÓƵ-ში

იმიტირებული სასამართლო პროცესი À±½·ÊÓƵ-ში

პარასკევი, 01 მაისი, 2015

აჩვენე კალენდარზე

პირველ მაისს À±½·ÊÓƵ-ში იმიტირებული სასამართლო პროცესები სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით გაიმართა. სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლის ორგანიზებით, სისხლის სამართლის განსაკუთრებულად რთული საქმეები საქართველოს სხვადასხვა სკოლის მე-11 და მე-12 კლასელებმა განიხილეს. ბავშვები სპეციალურად ამ დღისთვის ქუთაისის რამდენიმე სკოლიდანაც ჩამოვიდნენ. ნაფიცი მსაჯულები À±½·ÊÓƵ-ს სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები იყვნენ, მოსამართლეების როლს კი À±½·ÊÓƵ-ს პროფესორები და პრაქტიკოსი იურისტები ასრულებდნენ. იმიტირებული პროცესები საინტერესოდ, ემოციურად წარიმართა და 22:00 საათამდე გაგრძელდა. ბოლოს სპეციალურმა ჟიურიმ - პროფესორებმა და მოწვეულმა სტუმრებმა - საუკეთესო გუნდები გამოავლინეს, რომლებიც ნახევარ ფინალში გადავიდნენ.

À±½·ÊÓƵ-ს პარტნიორი ამ აქტივობებში კორძაძის საადვოკატო ბიუროა. ყველა მოსწავლეს იმიტირებულ პროცესში მონაწილეობისთვის გადაეცემა სიგელი, გამარჯვებული გუნდი კი დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დასაჩუქრდება.

მსგავსი ტიპის ღონისძიებები À±½·ÊÓƵ-ში პერმანენტულად გაიმართება. ერთ კვირაში კი საერთაშორისო ურთიერთობებითა და დიპლომატიით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის ევროკავშირის მოდელირება იგეგმება. დაწვრილებით ინფორმაციას ამ თემაზე ისევ აქ, À±½·ÊÓƵ-ს facebook გვერდზე და საიტზე იხილავთ.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა