Ƶ

სიახლეები და ღონისძიებები

Ƶ-ში პირველკურსელთა საზეიმო მიღება გაიმართება

Ƶ-ში პირველკურსელთა საზეიმო მიღება გაიმართება

ხუთშაბათი, 10 სექტემბერი, 2026

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში 16 სექტემბერს 2026-2027 სასწავლო წლის პირველკურსელთა საზეიმო მიღება გაიმართება.

ონლაინ რეგისტრაციის გავლის შემდეგ პირველკურსელები უნივერსიტეტში შეიკრიბებიან, სადაც მათ Ƶ-ს პრეზიდენტი და სკǃების დეკანები მიესალმებიან. ღონისძიების ფარგლებში სტუდენტები მიიღებენ ინფორმაციას სასწავლო პროცესისა და უნივერსიტეტში სწავლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. მათ ასევე ელოდებათ გათამაშებები და სხვადასხვა სიურპრიზი.

პირველკურსელთა საზეიმო მიღება 16 სექტემბერს, 12:30 საათზე დაიწყება.

ღონისძიების ფარგლებში სტუდენტები უნივერსიტეტს ჩააბარებენ რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაციას.

წარმოსადგენი დოკუმენტები:

  • ატესტატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  • პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი - მხოლოდ ვაჟებისთვის;
  • 2 ფოტოსურათი (3x4) და ფოტოს ელექტრონული ვერსია - CD-ზე ან მეხსიერების ბარათზე ჩაწერილი.

ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი 21 სექტემბერს დაიწყება.

Ƶ პირველკურსელებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს და 16 სექტემბერს საზეიმო მიღებაზე ელოდება.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა