ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში 2026-2027 სასწავლო წლის პირველკურსელთა რ᳥გისტრაცია იწყება. სწავლის დაწყებამდე სტუდენტებმა რეგისტრაციის ორი ეტაპი უნდა გაიარონ.
I ეტაპი - ონლაინ რ᳥გისტრაცია
ონლაინ რ᳥გისტრაცია 8-დან 16 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. უნივერსიტეტში ვიზიტამდე პირველკურსელებმა აუცილებლად უნდა გაიარონ ონლაინ რ᳥გისტრაცია და მიჰყვნენ მითითებულ ინსტრუქციებს.
რეგისტრაციის ბმული:
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ სტუდენტებმა პერიოდულად უნდა შეამოწმონ მათ მიერ მითითებული ელექტრონული ფოსტა, სადაც რამდენიმე დღის განმავლობაში უნივერსიტეტისგან შესაბამის შეტყობინებას მიიღებენ.
II ეტაპი - პირველკურსელთა საზეიმო მიღება და დოკუმენტაციის ჩაბარება
პირველკურსელთა საზეიმო მიღება 16 სექტემბერს, 13:00 საათზე გაიმართება. ამავე დღეს სტუდენტებმა უნივერსიტეტში უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
- ატესტატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
- პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი - მხოლოდ ვაჟებისთვის;
- 2 ფოტოსურათი (3x4) და მისი ელექტრონული ვერსია (CD ან მეხსიერების ბარათზე ჩაწერილი)
ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი 21 სექტემბერს დაიწყება.
Ƶ პირველკურსელებს 16 სექტემბერს, 13:00 საათზე საზეიმო მიღებაზე ელოდება.