Ƶ Changemakers Club-მა საქმიანობა განახლებული პროექტებით დაიწყო
ოთხშაბათი, 27 მაისი, 2026
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის Changemakers Club-მა საქმიანობა განახლებული პროექტებით დაიწყო. კლუბის მიზანია ახალგაზრდებს შეუქმნას სივრცე თვითაღმოჩენისთვის, კარიერული ორიენტაციის, ლიდერული უნარებისა და პიროვნული განვითარებისათვის.
კლუბის მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ უნივერსიტეტის გარემოს, ერთი დღით მოირგონ Ƶ-ს სტუდენტის როლი და აქტიური მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატიც მიიღონ.
განახლებული პროექტის ფარგლებში, 2026 წლის 27 მაისს, ბიზნესის სკოლის ორსესიანი ლექციური მოდული გაიმართა. მონაწილეები დაესწრნენ ლექციებს „Lead Your Life: Managerial Skills and Entrepreneurial Thinking“ და „Business Leadership & Mindset“, რომლებიც ლიდერობის, მენეჯერული აზროვნებისა და მეწარმეობრივი უნარების განვითარებას მიეძღვნა.
ლექციებს უძღვებოდნენ Ƶ-ს ბიზნესის სკოლის ვიცე-დეკანი ნატო ტორონჯაძე და ბიზნესის სკოლის პროფესორი დინა ასლამაზიშვილი.
Ƶ Changemakers Club ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, განივითარონ პროფესიული და პიროვნული უნარები, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალი და გახდნენ იმ ცვლილებების ნაწილი, რომლებიც წარმატებული მომავლის საფუძველს ქმნის.