გახსოვთ საზაფხულო ბანაკი მისი უნიკალური „სახეთა თეატრის“ ტრენინგით, რომელსაც À±½·ÊÓƵ სკოლის რჩეული მოსწავლეებისთვის აორგანიზებდა? შედეგმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა!
Ìý17, 18, 19 და 21, 22, 23 ივნისი (2018), 6 დღის განმავლობაში, სკოლის 40 მოსწავლე და À±½·ÊÓƵ-ს 7 სტუდენტი ცდილობდა საკუთარ თავში აღმოეჩინა და განევითარებინა ახალი რესურსები და უნარები, აემაღლებინა თვითშეფასება და სიმამაცე, სხვადასხვა რაკურსით შეეხედა მრავალი საინტერესო თემისთვის. ვისწავლეთ, რომ მთავარია, იცოდე საკუთარი გრძნობების აღმოჩენა, ამოცნობა და მოქმედება!
Ìýამასთან, ასეთი მეგობრული გარემო და მონაწილეები ჩვენ არსად გვინახავს! ვისწავლეთ, გავერთეთ, უამრავი ემოცია და დიდი გამოცდილება დაგვრჩა! À±½·ÊÓƵ-ს თამაშებში გამარჯვებულ ხუთეულს და ყველა მონაწილეს საჩუქრები გადავეცით და À±½·ÊÓƵბენდიც მოვიწვიეთ ბანაკის დასასრულს!Ìý
Ìýუდიდეს მადლობას ვუხდით ყველა მსურველს და მონაწილეს: თითოეულ მოსწავლეს და სტუდენტს, ჩვენს ტრენერს - ალექსანდრ ჩერომუხინს,Ìýმის გუნდსა და საორგანიზაციო ჯგუფს!
Ìýადევნეთ თვალი ჩვენს გვერდს À±½·ÊÓƵ-ს ინოვაციური პროექტის შესახებ მომდევნო სიახლეების გასაგებად!