Ƶ

სიახლეები და ღონისძიებები

Ƶ-ში მშენებლობის პროგრამის სტუდენტების დიპლომების დაცვა გაიმართა

Ƶ-ში მშენებლობის პროგრამის სტუდენტების დიპლომების დაცვა გაიმართა

ორშაბათი, 29 ივნისი, 2026

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (Ƶ) ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის მშენებლობის პროგრამის სტუდენტების დიპლომების დაცვის ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას სკოლის დეკანი, ვიცე-დეკანები და პროფესორები ესწრებოდნენ.

Ƶ-ს ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლა სტუდენტებს თანამედროვე, პრაქტიკულ და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ სასწავლო გარემოს სთავაზობს. სკოლა გამოირჩევა ინოვაციური IT ლაბორატორიით (GeoLab), მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალით, Apple-ის ავტორიზებული ტრენინგ ცენტრით, საერთაშორისო გაცვლითი პროგრამებით, პრაქტიკული გამოცდილებისა და დასაქმების მრავალფეროვანი შესაძლებლობებით.

სტუდენტებს ასევე აქვთ შესაძლებლობა ჩაერთონ ჰაკათონებში, მასტერკლასებში, საინფორმაციო სესიებში, სტუდენტურ პროექტებსა და კლუბების საქმიანობაში.

Ƶ გთავაზობთ მრავალფეროვან დაფინანსებისა და სტიპენდიების პროგრამებს, მათ შორის Top გრანტს, სოფო შუბლაძის 5000-ლარიან სტიპენდიას, GPA-ის მიხედვით შიდა დაფინანსებასა და ოთარ ჩაკვეტაძის სახელობის სტიპენდიას.

აირჩიე Ƶ - აირჩიე 120!

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა