
12 მაისს (2019) ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (Ƶ) ახალგაზრდა ნატურალისტთა ტურნირის ფინალი გაიმართა. ტურნირი Ƶ-სა და აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის #42 საჯარო სკოლის ორგანიზებით ჩატარდა.
ტურნირი, რომელიც ახალგაზრდებში მეცნიერებისადმი ინტერესის წახალისებას ემსახურება და პოპულარული ფორმატია მსოფლიოში, საქართვ᳥ლოში, სკǃებს შორის პირველად ჩატარდა და მასში 7 გუნდი იღებდა მონაწილეობას თბილისის სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლიდან.
ორი ჯგუფური ეტაპის შეჯამებით დამოუკიდებელმა ჟიურიმ გამოავლინა ტურნირის სამი ფინალისტი:
1. ი. ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის #42 სკოლა - 84.50 ქულა
2. კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის #199 სკოლა - 83.33 ქულა
3. ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა - 82.33 ქულა
ჟიურის გადაწყვეტილებით, ახალგზარდა ნატურალისტთა ტურნირის გამარჯვებული გახდა კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის #199-ე სკოლის გუნდი. დაძაბული ფინალის შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონია, სადაც აუდიტორიას სიტყვით მიმართეს Ƶ-ს პრეზიდენტმა რ. მაიკლ ქაუგილმა, ტურნირის ორგანიზატორებმა და ჟიურის წევრებმა. მათ ხაზი გაუსვეს ამ პროექტის მნიშვნელობას და წარმატება უსურვეს თითოეულ მონაწილეს.
გამარჯვებულ გუნდს მენტორთან ერთად Ƶ-სგან საჩუქრად გადაეცემა 2-დღიანი საგზური კახეთში, სასტუმროში "როიალ ბატონი", ხოლო კონკურსის ყველა მონაწილე დაჯილდოვდა სერტიფიკატით. ფინალური ტურის მონაწილეებს ასევე გადაეცემათ ვაუჩერები სხვადასხვა გასართობ აქტივობებზე (ფეინთბოლი, ბოულინგი, კარტინგი).
Ƶ წარმატებას უსურვებს ახალგზარდა ნატურალისტთა ტურნირის თითოეულ მონაწილეს!