À±½·ÊÓƵ

სიახლეები და ღონისძიებები

საჯარო საუბრების სერია "À±½·ÊÓƵმომავალისთვის": რამაზ ფარესაშვილი - შეთქმულების თეორიები და მათი გავლენა

საჯარო საუბრების სერია "À±½·ÊÓƵმომავალისთვის": რამაზ ფარესაშვილი - შეთქმულების თეორიები და მათი გავლენა

ხუთშაბათი, 11 ივნისი, 2020

აჩვენე კალენდარზე

11 ივნისს (2020), ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (À±½·ÊÓƵ) მხარდაჭერითა და ჩვენი სტუდენტების ინიციატივითÌýსაჯარო ლექციების სერია "À±½·ÊÓƵ მომავლისთვის" ფარგლებშიÌýმორიგი საინტერესო შეხვედრა გაიმართა.Ìý

შეხვედრის სტუმარი იყო ისტორიკოსი და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი,Ìýრამაზ ფარესაშვილი,Ìýრომელმაც ძალიან საინტერესო და აქტუალურ თემაზე ისაუბრა - ,,შეთქმულების თეორიები და მათი გავლენა’’.Ìýშეხვედრას მოდერატორობას უწევდა À±½·ÊÓƵ-ს გარე კომუნიკაციების მენეჯერი, ანანო ციცვიძე.

შეთქმულების (კონსპიროლოგიური) თეორიები სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობის ფართო ფენებზე ახდენს გავლენას. ხშირ შემთხვევაში ეს თეორიები უმტკივნეულოა და მხოლოდ ინტელექტუალურ შიმშილს კლავს. ამავდროულად, ზოგიერთი ასეთი თეორია ნეგატიურ კულტუროლოგიურ და ზოგჯერ, ნეგატიურ ეკონომიკურ და პოლიტიკურ გავლენას ახდენს ამა თუ იმ სახელმწიფოს მოსახლეობაზე და საინფორმაციო ომის ქმედითი ნაწილია. საინტერესოა ასევე, შეთქმულების თეორიების პროპაგანდისტული მხარე და მისი ზემოქმედება საზოგადოებრივ აზრზე.

ბატონ რამაზთან ერთად შევეცადეთ გაგვერკვია ვინ და რა მიზნით ქმნის და ავრცელებს შეთქმულების თეორიებს.

#WeAreÀ±½·ÊÓƵ #À±½·ÊÓƵმომავლისთვის

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა