À±½·ÊÓƵ

სიახლეები და ღონისძიებები

სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლის გამოსაშვები - 2018

სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლის გამოსაშვები - 2018

შაბათი, 14 ივლისი, 2018

აჩვენე კალენდარზე

14 ივლისს (2018), სასტუმრო „ბილტმორში“ À±½·ÊÓƵ სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლის 150-მდე სტუდენტმა დაამთავრა. ბაკალავრები, მაგისტრები და დოქტორანტები ამ სფეროს განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანას ყველაზე აქტიურად სწორედ ახლა შეუდგებიან. კურსდამთავრებულებს სიტყვითÌýÀ±½·ÊÓƵ-ს პრეზიდენტმა მიმართა. რ. მაიკლ ქაუგილმა იმ მოცემულობებზე ისაუბრა, რომლებიც ცხოვრებაში არსებობს და ყველა კურსდამთავრებულს უსურვა ობიექტური რეალობის მიღების ნებისყოფა და იმის შეცვლის ძალა, რისი შეცვლაც შესაძლებელია. ამის შემდეგ,Ìýგანათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა თამარ სანიკიძემÌýკურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა და მათ წარმატებები უსურვა. აუდიტორიას სიტყვით სამართლისა და დიპლომატიის სკოლის დეკანმა, ზაზა რუხაძემÌýმიმართა და სითბოსთან ერთად პროფესიული თუ პირადი რჩევები გაუზიარა. თბილი და ემოციური გამოსვლების შემდეგ შედგა რეიტინგით საუკეთესო სტუდენტების დაჯილდოება.

წიგნის მაღაზიათა ქსელი Biblusi • ბიბლუსი რომელიც ღონისძიების სპონსორი იყო, წარჩინებულ სტუდენტებს წიგნები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. ასევე კურსდამთავრებულებს გადაეცათÌýÀ±½·ÊÓƵ-ს ბრენდირებული საჩუქრები. დიპლომების გადაცემის ცერემონიის შემდეგ გაიმართა ტრადიციული საპატიო კორიდორი, რომელშიც ყველა კურსდამთავრებულმა გაიარა და უნივერსიტეტის დამთავრება ეზოში ქუდების აყრით, ჰელიუმის ბუშტების გაშვებით აღნიშნა. ბოლოს გაიჭრა საზეიმო ტორტი და ღონისძიება არაფორმალურ გარემოში გაგრძელდა.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა