ბიზნესის, ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის გამოსაშვები - 2018
შაბათი, 14 ივლისი, 2018
14 ივლისს (2018) ბიზნესის, ინფორმატიკისა და ინჟინერიის სფეროს ასობით ახალგაზრდა შეუერთდა - ისინი მიღებული ცოდნისა და გამოცდილების საერთაშორისო სტანდარტს საკუთარ პროფესიაში ახლა ყველაზე აქტიურად დაამკვიდრებენ. სასტუმრო ბილტმორში ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (À±½·ÊÓƵ)Ìý გამოსაშვები ღონისძიება შედგა.
À±½·ÊÓƵ ბიზნესის, ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის ბაკალავრებმა და მაგისტრებმა დაამთავრეს. კურსდამთავრებულებს სიტყვით À±½·ÊÓƵ-ს პრეზიდენტმა მიმართა.Ìýრ. მაიკლ ქაუგილმა დაღუპული სტუდენტი, გიორგი მეცხოვრიშვილი გაიხსენა, რომელსაც დარბაზში შეკრებილმა საზოგადოებამ წუთიერი დუმილით მიაგო პატივი. პრეზიდენტმა კურსდამთავრებულებს „ბოლო გაკვეთილი“ ჩაუტარა და მნიშვნელოვანი რჩევები მისცა, რის შემდეგაც სცენაზეÌýაჭარა ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი ვალერი ჩეხერიაÌýმოიხმო. ბატონმა ვალერიმ À±½·ÊÓƵ-ს კურსდამთავრებულებს უნივერსიტეტის დამთავრება მიულოცა და საკუთარი მაგალითების გაზიარებასთან ერთად წარმატება უსურვა. კიდევ ერთი საპატიო სტუმარი გახლდათ სპორტული კომენტატორიÌýჯამლეტ ხუხაშვილი, რომელმაც კურსდამთავრებულებს მიულოცა ეს დაუვიწყარი დღე. აუდიტორიას სიტყვით ბიზნესის სკოლის დეკანმა, თემურ ტორონჯაძემ და ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის დეკანმა, კონსტანტინე კულიჯანოვმაÌýმიმართეს.
თბილი და ემოციური გამოსვლების შემდეგ შედგა რეიტინგით საუკეთესო სტუდენტების დაჯილდოება. წიგნის მაღაზიათა ქსელი Biblusi • ბიბლუსი, რომელიც ღონისძიების სპონსორი იყო,Ìýწარჩინებულ სტუდენტებს წიგნები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. ასევე კურსდამთავრებულებს გადაეცათ À±½·ÊÓƵ-ს ბრენდირებული საჩუქრები.
დიპლომების გადაცემის ცერემონიის შემდეგ შედგა ტრადიციული საპატიო კორიდორი, რომელშიც ყველა კურსდამთავრებულმა გაიარა და უნივერსიტეტის დამთავრება ეზოში ქუდების აყრით, ჰელიუმის ბუშტების გაშვებით აღნიშნა. ბოლოს გაიჭრა საზეიმო ტორტი და ღონისძიება არაფორმალურ გარემოში გაგრძელდა.