ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (À±½·ÊÓƵ) აგრძელებს ბანაკების ორგანიზებას სკოლის მოსწავლეებისთვის.
10-11 ნოემბერს (2018), À±½·ÊÓƵ პარტნიორ კომპანიასთან - პარტნიორები საქართველოსთან ერთად, À±½·ÊÓƵ Fall Camp-ით ქუთაისს ესტუმრა.
10 სკოლიდან შევარჩიეთ მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები, რომლებსაც შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ ორ დღიანი დაუვიწყარი გამოცდილება.
მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სასარგებლო აღმოჩნდა ბანაკის ფარგლებში ჩატარებული ტრენინგი, რომელიც დროისა და სტრესის მართვას ეხებოდა. ტრენინგს უძღვებოდა პარტნიორები საქართველოს ფსიქოლოგ-კონსულტანტი - თეა გველესიანი.
ტრენინგთან ერთად, À±½·ÊÓƵ Fall Camp ითვალისწინებს პრაქტიკულ კომპონენტსაც - À±½·ÊÓƵ Game. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სახალისო აქტივობა მოსწავლეებისთვის, რომლის მიზანია გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევების გაუმჯობესება. À±½·ÊÓƵ Game-ის მონაწილეებს გადაეცათ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სასწავლო ვაუჩერები.
დიდ მადლობას ვუხდით მოსწავლეებს მონაწილეობისთვის და წარმატებას ვუსურვებთ მათ.