À±½·ÊÓƵ

სიახლეები და ღონისძიებები

შეჯიბრი ჰარვარდის ბიზნეს ქეისებში

შეჯიბრი ჰარვარდის ბიზნეს ქეისებში

კვირა, 24 თებერვალი, 2019

აჩვენე კალენდარზე

საკონსულტაციო კომპანია TBSC-ის ინიციატივით და ხუთი წამყვანი უნივერსიტეტის თანაორგანიზებით 24 თებერვალს (2019), ტექნოპარკში გაიმართა ეროვნული ბიზნეს ქეისების შეჯიბრი. სტუდენტებისგან დაკომპლექტებულმა გუნდებმა ორი კვირის განმავლობაში იმუშავეს ჰარვარდის ბიზნეს ქეისზე, რომელიც ეხებოდა ტიტანების ბრძოლას - Walmart Vs. Amazon და სწორედ ფინალურ ღონისძიებაზე წარადგინეს თავიანთი გადაწყვეტილებები. სპეციალურად ფინალისთვის მოწვეულმა ჟიურის წევრებმა მოირგეს Walmart-ის მმართველი საბჭოს წევრების პოზიცია და ღონისძიების დასასრულს გამოავლინეს გამარჯვებული.

ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა (À±½·ÊÓƵ) მოიპოვა მესამე საპრიზო ადგილი და ასევე, ჯილდო გულშემატკივართა საუკეთესო გუნდისთვის. ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტების, კერძო და საჯარო სექტორის წარმომაგენლები. ღონისძიება დასრულდა დაჯილდოვების ცერემონიითა და საზეიმო ტორტის გაჭრით.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა