შალვა ბუკია
„ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრიატი 2014 წელს დავამთავრე. À±½·ÊÓƵ-ში მუდმივად ვინარჩუნებდი სტუდენტთა რეიტინგში ტოპ პოზიციებსა და 100%-იანი სახელმწიფო დაფინანსებით ვსარგებლობდი.
2014 წლის იანვარში, პატივი მქონდა გავმგზავრებულიყავი ამერიკის შეერთებულ შტატებში სასწავლებლად, . ამერიკაში 5 თვიანი სწავლის პერიოდში პარალელურად ვმუშაობდი მისურის შტატში ერთ-ერთ სახელგანთქმულ სასტუმროში, რომლითაც ნაწილობრივ ვფარავდი ჩემი სწავლის გადასახადს. ამერიკულმა სწავლის სისტემამ და იქაურმა გამოცდილებამ დიდი გავლენა იქონია ჩემს კარიერულ განვითარებასა და სამომავლო მიზნებზე.
À±½·ÊÓƵ უმაღლესი დონის განათლებას სთავაზობს თავის სტუდენტებს. ამაში ამერიკაში სწავლის დროს განსაკუთრებით დავრწმუნდი, რადგან À±½·ÊÓƵ-ში მიღებული ცოდნა და გამოცდილება ძალიან დამეხმარა საზღვარგარეთ წარმატების მიღწევაში.
გარდა ამ ყველაფრისა, À±½·ÊÓƵ-ს უპირატესობა არის ის, რომ სტუდენტებს სწავლის პარალელურად მაქსიმალური ხელშეწყობა აქვთ, მიიღონ სამუშაო გამოცდილება. ჩემს მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ სტაჟირებების გავლა პირველი კურსის ბოლოდან დავიწყე - თავდაპირველად ამერიკის საელჩოში, სადაც ხუთი თვის განმავლობაში უამრავ სიახლეს გავეცანი, გამოვიმუშავე სხვადასხვა უნარები. ამერიკის საელჩოდან კი À±½·ÊÓƵ-ს ერთ-ერთი ლექტორის რეკომენდაციით ფინანსურ დეპატრამენტში გავაგრძელე სტაჟირება. À±½·ÊÓƵ-ში მიღებული ცოდნა აქაც ძალიან დამეხმარა რთული ფინანსური ოპერაციების დამუშავებასა და ანალიზში.
À±½·ÊÓƵ-ში ჩაბარებას ვურჩევდი ყველას ვისაც სურს, რომ შეიძინოს დასავლური სტანდარტების ცოდნა, რომელსაც აქტიურად გამოიყენებს თავისი საქმიანობის ფარგლებში. À±½·ÊÓƵ-ში სწავლა ნამდვილად ფასდება.
ამჟამად ვმუშაობ SME ბიზნეს სესხების ექსპერტად.“